სისინებს გველი ..


სისინებს გველი,
წყეულო, მოკვდი!
ვბუბუნებ,როცა შენს წილად მკლავენ,
ქარი რომ ამტვრევს ნეკერჩხალს ტოტებს
ასე მგონია,მე მკვეთენ მკლავებს.
რა გაქვს ასეთი,რა ძალას მმატებ,
მამულო ჩემო, უფლის ღიმილო!
როცა შენს სახეს ცრემლებით ვხატავ
მზე ცერზე მიზის როგორც მიმინო.
მთებზე ფიქრები ნისლივით ყრია,
ამ სიმყუდროვეს ვარღვევ ბღავილით,
მინდა,რომ შენთვის ნასროლი ტყვია
მხოლოდ ჩემს მკერდზე იყოს გავლილი.
შენს ხატს ვწერ-ფერებს მთვარე მთავაზობს
სტრიქონში ლღვება სითბო ენძელის,
სმშობლოვ ჩემო!უფრო ლამაზად
მსურდა და მეტი ვეღარ შევძელი…
დავკოცნე ყველა გზა და ბილიკი-
მტვერი-საფლავთა ქვებს რომ ეყარა,
როგორც შემეძლო, ჩემი ლირიკაც
შენთვის გალობდა, ჩემო ქვეყანავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი