Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_7ag6l0nrf2jb6sfovd96lr8a4b, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვერა რა გარგე ტირილით .. - ტარიელ ხარხელაური | პოეზია

ვერა რა გარგე ტირილით ..


ვერა რა გარგე ტირილით,
ვერც რა ლექსების წერითა,
ვერც მზედ ჩამოგსვი ცის ზურგზე,
დამდნარი კალმის წვერითა.
ვერ დაგიხურე საძვალე,
ვარსკვლავიანი ჭერითა,
ამევსო მთვარის საწოლი,
შუბლი ტკივილთა მტვერითა.
რაც უფრო შენსკენ მოვიწევ,
ვცარიელდები შენითა,
ვერ აგიყვავე ჭრილობა,
ჯავრისგან დაფქულ ენითა.
შენ ამადევნე სამყაროს,
მოურჩენელი სენითა,
ყველაფერს შეგუებული,
დროს ვატორტმანებ ქშენითა.
ჩემფერი დამხვდა საწუთრო,
ერთიმეორეს ვშვენითა,
დღესთან ქარებით ვსაუბრობ,
ღამესთან ნისლთა ფენითა.
ვერ გაგალაღე სიკვდილო,
ჩემი წაქცევის ცქერითა,
სად წახვალ, ყველა ბილიკი,-
მე ვარ დაჭირხლულ წვერითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი