გამწირე ..


გამწირე!
ღიმილს მამადლი –
შენც გამიმეტე, იაო.
ავად ვარ,
ძლიერ ავად ვარ,
ვკვდები,
ძვლებს მიფქვავს ჭიაო.
რაკი სამზეოს ვბოგინობ,
რაკი თვალი მაქვს ღიაო.
გამხსენ, ჩამხედე,დობილო,
სუყველა მხრიდან მტკივაო.
ამოვისუნთქავ,ფილტვიდან
სისხლის ნაფლეთი მცვივაო,
რაც უნდა ცეცხლი შემინთო,
ვეღარ გავლხვები,
მცივაო,
რას სჩადი, ღიმილს მამადლი,
ღიმილს მამადლი, იაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი