სულ დაბლა-დაბლა მოდიხართ ..


სულ დაბლა-დაბლა მოდიხართ,
სულ დაბლა-დაბლა ეშვებით,
გამაგებინეთ როდისღა
ამ ფერმკრთალ ცაზე შეშრებით.
გამაგებინეთ ღირს კია
ნისლებთან ერთად პურობა,
საკმაოდ დიდი რისკია
მიწასთან ხშირად სტუმრობა.
სულ ზემოთ-ზემოთ იარეთ,
სულ მაღლა-მაღლა აიწით,
მზით უმკურნალეთ იარებს,
წყლულები მზისგან დაიწვით.
ოღონდაც, აქ ნუ დარჩებით,
მიწა მძიმე და ცივია,
აქ, რაც გწადიათ – არჩევის
შანსი ძალიან მცირეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი