მე ვხედავ ..
მე ვხედავ, მე მესმის – მოდიან, ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები… სიცოცხლე სიკვდილი როდია, რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით. ღრუბლები მთებს გარე უვლიან, ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს; რას იზამ, სამყარო რთულია, იმდენად რთულია სამყარო… და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ, ისვენებ, რაც უფრო იღლები, რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ, ზურგზე შემოყრილი ნიღბებით. და ვხედავ, და მესმის – მოდიან, ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები… სიცოცხლე – სიკვდილი როდია, რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი