იქნებ დაეტყო ლექსებს სიბერე ..
იქნებ დაეტყო ლექსებს სიბერე, სტრიქონს ჭაღარა შემოერია. გრიგალებს ქროლვით ვეღარ მისდევენ, ვეღარც ქარების ხმაზე მღერიან. იქნებ რითმებმა მუხლი მოხარეს და მდუმარება ზღვათა აოცებთ და მიმწუხრისას ისე ოხრავენ, როგორც აჩრდილნი სასაფლაოზე. იქნებ ვერხვების ჩუმი შრიალი სულს გარინდებულს ვეღარ აფხიზლებს და როგორც ტყეებს ლომის ღრიალი შენს წამწამთა ტევრს შემომახიზნეს. ო, სასურველო, მზე დაიწვერა, ღამის ლანდები ტყის პირს ჰკორტნავენ. მიჰყივის ზესკნელს ბებერი წერო და მხრების რხევით მიწა ტორტმანებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი