საფლავებს მთვარე დაჰყურებს ..
საფლავებს მთვარე დაჰყურებს, უცხო უცხოს რამ შურითა, ირწევა, როგორც საყურე, ივსება სიბრალულითა, ლამაზად ბრწყინავს ლოდებზე ცრემლი, დაყრილი გულითა. ჩამოდგა ცისკრის ვარსკვლავი განაზებულის ტანითა, აქ შეკრებილან ყველანი, ვინაცა ფხიზლობს ღამითა, ამკობენ სამარის ლოდებს ცით მოტანილი ნამითა, მე შორიახლოს ვყუდივარ დაძვრას ვერ ვბედავ ჩქამისას. არც მინდა მალე დალევა ასეთი სანახავისა, სხვისას რო ასე სტირიან, როგორ იგლოვენ თავისას! ნეტა თქვენ,ნეტა, ლოდებო, ნაბანნო უფლის ცრემლითა, ნეტა იმ თვალებს, რომელნიც დაღლილან თქვენი ცქერითა. გავდივარ შავი ნისლივით, შავად ჩაქცეულ ცერითა, ვიცლები კლდის გულისპირზე პირქუში ცვარის მცვრევითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი