ვიგლოვე,ჯანღით კალთები ..
ვიგლოვე,ჯანღით კალთები არ დამიმძიმა ზეცამა, ვერ ჩამოშალა კლდეები მეტად ვერც ჩემმა კვნესამა, ვერც რა ჰქნა მთვარის სტუმრობამ, ვერც სიარულმა მზესთანა, ჩამომდნარ სანთელსა ვგავარ, ლანდს მიყუდებულ კლდესთანა, ჩამშალა ცრემლის მდინარემ, დამადნო დამაბეჩავა. ახლა ბუბუნი მწადია, მხრებს ვბერტყავ,ვიწევ განზედა, ავვარდე, როგორც გრიგალი, ნიადაგ ვიდგე შარზედა. სულ მუდამ ვიდგე სურვილზე, ნისლივით ამოშლაზედა, არც არვინ უკან მომდევდეს, არც არვის გავყვე კვალზედა, სადაც მსურს ჩამოვიძინო, როგორც ნიბლიამ ნარზედა, სხეულსაც ვიცვლი – გველივით უარს ვაცხადებ ჭარზედა, არაფრის შიში აღარ მაქვს, ფიქრს – გადაფენილს ცაზედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი