ვამთავრებ ლოცვას – ..
ვამთავრებ ლოცვას – ვარ ზედმეტად თავისუფალი, ვხედავ ჩემს სხეულს სანთლის მკრთალი ჩრდილით შემოსილს და ცა მიღიმის, ცა მიღიმის – თვალი უფალის და აწვიმთ ნისლებს, აწვიმთ ნისლებს – ფრთებს ანგელოზის. რა დიდი დღეა, დიდი დღეა – სდუმან ქარები, და მეც მშვიდი ვარ, მეც მშვიდი ვარ ბორგვას ჩვეული, აღარც მზე არის, აღარც მთვარე, არც ვარსკვლავები, მხოლოდ მე ვარ და იფერფლება ჩემი სხეულიც…