აი ესა ვარ,რაცა ვარ ..


აი ესა ვარ,რაცა ვარ,
წყალი ვარ ლოდთა ნაჟური,
არც ბოლი, არცა ნაცარი,
არც ხე,
ქარი რომ აჟრჟოლებს.
მუხა ვარ ტოტებგაშლილი,
მეხთა, გრიგალთა მლეველი;
ზღვა ვარ,
ზღვა ტალღებაშლილი,
ვერძლეულ ძალთა მძლეველი.
იქნება სილაჟვარდე ვარ,
უსაზღვრო,
დაულეველი…
ციხე ვარ გაუტეხელი,
საძირკველ დაუნგრეველი.
ქარი ვარ,
მთა ვარ,
ნისლი ვარ,
მდინარე,
ჭალა,
ტყე,
ველი.
ჩემშია მთელი სამყარო
ეშმაკიანად,
ღვთიანად,
დავბღავლებ, ქედნი დარკალონ,
ვინა მხმო ადამიანად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი