გიხმობ ..


გიხმობ!..
ვერ გაწვდენ ხმას,
ვერა,..
რა გულუბრყვილო ხარ,
გჯერა…
ქარს, გავუმიჯნურდი,
ქარს,
მხოლოდ…
ხომ არ შეიყვარებ სხვას…
გთხოვო…
ღრუბლებით აგირევ კვალს,
ციდან…
რომ ვეღარ გაწვდენ თვალს
მინდა…
გამოგედევნები გორ – გორ
ცერად …
როგორ დაიჯერე, როგორ…
შტერო…
რომ მომენატრები,გნახავ,
ოღონდ…არა ახლა,
არა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი