აღარ მინდიხარ აღარც შენ ..
აღარ მინდიხარ აღარც შენ, თეთრად გაშლილო დეკაო, რად ჰფიქრობ, უფრო შეგამჩნევ, ხშირად რომ გადმომხედავო. ისე ვარ დაბრმავებული, ვერ ვგრძნობ, ვერც რასა ვხედავო. მარტო შენს დარდზე რომ ჰფიქრობ, ჩემს გულშიც ჩაგახედაო, როგორ დუღს ჯავრის მორევი, შიგ ჯავრი იხარშებაო. ნათელი გარეთ გამოდის, ბნელი შიგავე რჩებაო. არ მესმის, არა ვიცი რა თუ ვინ რას მეკითხებაო. მარტო ჩემს თავზე ვისურვო, როცა სამყარო ქრებაო. არც არა მზისა შეგშურდეს, ისიც ნელ-ნელა ლხვებაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი