შემოხველ,სუნი შემოგყვა მიწის ..


შემოხველ,სუნი შემოგყვა მიწის,
იმ მიწას ვენაცვალე,
ამოიოხრე ო, რა სიმწრით,
მაგ ოხვრას ვენაცვალე,
შემოიტანე ქედი მაღალი,
ამაყი,
ე მაგ ქედს ვენაცვალე,
ჭამის წინ დალიე ჩარექი არაყი,
ე მაგ სმას ვენაცვალე.
ცოლშვილს რომ ინახავ,აძარღვულ ხელებით,
მაგ ხელებს ვენაცვალე.
მიტოვებულ სოფელს უცქერ და ტირიხარ
მაგ ცრემლებს ვენაცვალე,
მიჰყვები ქუჩებს და ჯანსაღ ღიმილს შეაცვარებ…
ასე რომ გიყვარს ჩემი საქართველო,
დაღლამდე გენაცვალე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი