და თუ ვერ შევძელ ..


და თუ ვერ შევძელ, ვერც ხვალ გითხარ,
რაც უნდა მეთქვა გუშინ, გუშინწინ
ისარი ტრფობის, შენი ტრფობის –
გულში, გულში მჭირს.
სათქმელი ზეგის, შემინდე, თუ დაგიგვიანო,
შენ რომ არსებობ, ესეც კმარა ჩემთვის
მოლხენად,
მზის მიფერფვლამდე უნდა შევძლო, უნდა ვიარო!
და მერე,
მერე, როცა მოხვალ სულთა მოფენად –
შენს ცისფერ ტაძარს მარადიულ ფერებს
გავუმღვრევ
და ამ ბებერ ქედს შენს წინ დავხრი
მაშინ საუღლედ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი