გზას ვერ ამიქცევთ ვერსაით ..


გზას ვერ ამიქცევთ ვერსაით,
ნუ მღლით, ნუ მედიდგულებით.
მეც ნაწილი ვარ თქვენსავით
ამ საოცარი ბუნების.
მთაო, ნისლით რომ იხვევი,
სალო კლდევ, მედგრად დამდგარო,
ქარში მძლავრად რომ ირხევი
ტანგანამრუდო ჭანდარო.
მე თქვენში ვცოცხლობ და ჩემში
ბორგავს, მღელვარებს სამყარო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი