მზე ვერ ჩამოვხსენ,ცა ვერ შევძარ ..
მზე ვერ ჩამოვხსენ,ცა ვერ შევძარ გოდებით ,მოთქმით თუ რასმე ვცოდავთ,ეს ეს სიცოცხლის ბოლოს ვინანაოთ…. გადმოაცურე განჯინიდან, ბრეტყლტუჩა დოქი. გარიჟრაჟამდე მოვილხინოთ, ჩემო სიმამრო, შუბლზე ნისლივით გადაივლის ღიმილი მორცხვი… გარეთ ღამეა მწუხარებით გავიჩრდილებით, მუხის მაგიდა ორი სკამი , ჩათლილი ხორცი. სამარილესთან დარჩეული ნივრის კბილები … ჩამოხსენ მთვარე, და სუფრაზე დამიდგი ხონჩით ვათრთოლოთ სული მთვარის მტვერში გამოხვეული. სხვა არაფერი … მიწას ჩვენგან სჭირდება ხორცი ო, არაფერი . არაფერი, გარდა სხეულის ჩვენ ჩვენ ჭიას ვკლავთ, თავს არავის ვაბრალებთ ოხვრით, თუ ეს ცოდვაა სჯობს სიცოცხლის ბოლოს ვინანოთ, ასწი ! ბოლომდე გამოვცალოთ დავაშროთ დოქი ! თორემ მზე ფხიზლებს შემოგვისწრებს, ჩემო სიმამრო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი