ნუ მიმზერ ასე,მზერით მზაკვრულით ..


ნუ მიმზერ ასე,მზერით მზაკვრულით
არ გაიხლიჩო ბაგე კივილით,
მე შენ გეტრფოდი მთელი ზაფხული,
და ვერ მამჩნევდი,თეთრო გვირილო.
და როცა ზამთრის სუსხმა დაგზაფრა,
ჩემი ცაც ტკივილთ გაარევინე,
მოვა ზაფხული და გულს ნაზამთრალს
კვლავ შენს სიყვარულს დავალევინებ.
და მოგაკითხავთ მინდვრად გვირილებს,
რადგან უთქვენოდ სული მწირია.
მე მოვალ თქვენთან, თქვენი ჭირიმე,
მარტო ვარ ახლა და მეშინია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE