მიწაა ჩემი ქაღალდი ..


მიწაა ჩემი ქაღალდი,
ვწერ ცის ელვა მაქვს კალმადა,
ქარი,
ქარია მძვინვარე
ჩემი გონების ძალადა.
ამიტომ ყოფნა სამზეოს
სულაც არ მიღირს ჩალადა.
დღეს აქ ვარ,
ხვალ იქ
და ასე
ზეგ სხვაგან – თავისთავადა.
ყველგან ღია მაქვს კარები,
არსად არა ვხსნი ძალადა.
მთვარეა ჩემი სანთელი,
წინმძღოლი ფერმკრთალ ალადა.
სხვას რომ აშინებს სიცოცხლე,
მე მაქვს სხეულის ჩვარადა.
ჩემი ცრემლები სამყაროს
მკერდზე ასხია ცვარადა.
სადაცა სჭარბობს სინათლე,
იქ მე ვყუდივარ შავადა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი