ცაზე ვარსკვლავი შეთხელდა შვილო ..


ცაზე ვარსკვლავი შეთხელდა შვილო,
თენებას მამცნობს მამლის ყივილი,
ზამთრის ღამეა გრძელი,
ჰქრის,
ცივა
და იფერფლება ჩემი ტკივილი.
ჩამომეღალნენ ზეცის ყურებით
თვალები,ღიობს
არ ვტოვებ
მცირეს,
რომ კვალი შენი ნაფეხურების
არ წამიშალოს
მზის სხივმა,
შვილო.
არა ვყოფილვარ არასდროს მხდალი,
დღეს სდუმს გული და სისხლიც გრილია,
სამზეოს ჩემი იშლება კვალი,
ყველა გზა ჩემი მტვერ წაყრილია
და ეს სხეული,
ასე რომ მზარავს –
ხვალ ჩამომცვივა ხნიერ ძვლებიდან,
მალე ჩემს ტაძარს დატოვებს მთვარე
და ნელა-ნელა შევბინდდები და,
უკანასკნელად კიდევ ვიყმუვლებ.
მერე, ქარებმა ნისლით დამფარონ,
წამებად მექცა დროის სიყრუე და
ჯოჯოხეთად
მთელი სამყარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი