ეს პატარა ტყე ..
ეს პატარა ტყე, ესპატარა მთა და ეს ჩანჩქერი – აი, ესაა ჩემი სამშობლო, სხვა არაფერი… და თუ შეგაკრთობს სიო მთიდან წამონაფრენი – აი, ესაა ჩემი ბავშვობა, სხვა არაფერი… მთები, ნისლები, მზის ოქროსფერი სხივით ნაფერი – აი, ეს არის ჩემი სიმდიდრე, სხვა არაფერი. ხან მძლევს, ამიტანს და ცრემლები მახრჩობს სიმწრისა, თუ რამე მომკლავს – დარდი მომკლავს – ჩემი მიწისა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი