Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_6re0ks75a9i1n1l8gq8ke79d1m, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი .. - ტარიელ ხარხელაური | პოეზია

ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი ..


ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ გვერდით იდოსა,
ამოვყვე,ქშენით ამოვძოვ
სასხლით დაღვარულ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა კი სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა…
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი