ჩემი სოფლის ცა,ზაფხული ..


ჩემი სოფლის ცა,ზაფხული,
მიყრილ- მოყრილი გზები,
წელამდის ნისლში ჩაფლული,
შუბლმთვარიანი მთები…
სოფლისთავს ჭალა, წნორები
კლდეებს მიჰყვება წყებად,
ჭალაში ჩვენი ხბორები,
წყლით მომდინარი დედა…
წყლის პირას ჩემი ბავშვობა,
გვიმრის ფოთლებზე თვლემდა,
არ გაეპაროს სამხრობა,
გაეხმიანე დედა…
თავისნებაა – არ მოვა,
შენც იტანჯები,წვალობა…
მიიეფერე და წამოვა,
არ გამიცივო, ქალო…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი