სხვა რავ თქვა – გონი ვერ ჰგონობს ..
სხვა რავ თქვა – გონი ვერ ჰგონობს, გულს რა მოუსწროს ენამა. ობი მოჰკიდოს სასმენელთ გმინვამ, ჟამი-ჟამ ფშვენამა. ხატი ხარ, შენს წინ დადრეკით დგომა მიბრძანა ზენამა. იამბოს შენს სატკივარზე ჩემმა ცრემლების დენამა. მინდა ვთქვა, ძალა არ მბორკავს, გულს ამოკვნესა სწადია. ჩემფერა უკეთურები საივროს ბევრნი დადიან. შენთვის სიცოცხლე არ კმარა, ჩემთვის სიკვდილიც მადლია. თუმც წინაპართა ბაგაზე არც თუ ბოლოში ვაბივარ, სხვარა ვქნა, სხვა რა ვიღონო, შენთა ნაგრილთა ნაგრილმა. მტერის ვერ მცნობი,ვერ მგრძნობი საკუთარ თავში დავღვრილვარ. სამზეოს ლევა ამგვარად ზოგს ნუ ჰგონია ადვილად…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი