0 564

შენ შემოგევლე, რა მინდა გთხოვო – ..


შენ შემოგევლე, რა მინდა გთხოვო –
რომ მომბეზრდება ქართან ნავარდი,
წიფლის ტოტს რომ მოსწყდება
ბოლო
ფოთოლი –
ნუ დაიზარებ შუბლზე დამადე.
შუბლზე დამადე ნაფლეთი ნისლის,
საბადურების ტყეს რომ შერჩება,
ჯობია ასე, არავინ იცის
შენ ჩემთვის კიდევ როდის გეცლება.
კომენტარები (0)