წყაროს პირს ქანაობს იელი ..


წყაროს პირს ქანაობს იელი,
იელზე ჩიტს სძინავს,
იელვა,
მერე იწვიმა,
გამოეღვიძა პატარას –
იწყინა,
თვალები დაბლა დახარა,
თავისთვის ჩაიწრიპინა,
ფრთები გაშალა და მერე
იცით, რამდენი იფრინა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი