ვერ ავიწიე შენს ზურგზე ზემოთ ..


ვერ ავიწიე შენს ზურგზე ზემოთ,
ვიყავ ნაკლული, თუმცა ვსრულობდი.
მადლობას გიხდი,მადლობა,მზეო-
დაგტანჯე ჩემი მარტოსულობით.
წყარო ვიყავ და ზღვებთან ვდაობდი,
შენ რომ ცა გხურავს,მეც ეგ მეხურა,
რამდენჯერ ვიჯექ ტოტზე ალუბლის,
გეფიცხებოდი, როგორც ბეღურა
და ვერ გამათბე, მხოლოდ დამნაცრე,
გდიე,მირევდი ქარში ნაკვალევს
და როგორც იქნა,აჰა,ბარბაცით
მოვდექი შენთან და შემოგკანკალებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი