არც არაფერი მახარებს ..
არც არაფერი მახარებს, არც არაფერი მწყინს, მზარავს ლანდების ხარხარი, ხმაური მზარავს წყლის. გარეთ ხბო ბღავის სახარე, კოკისპირულად წვიმს. ცხვირზე მაგდია სათვალე, ჯავრს რკინასავით ვხრავ, სივრცის მომბეზრდა თვალ-თვალი, ფიქრით გონებას ვხნავ, ეს ლექსიც ვერ დავამთავრე, ლექსს დავამთავრებ ხვალ, ვთქვი, მოვისროლე კალამი, წვერით დაერჭო ძირს, კიბის ქვეშ სველი მამალი მხრებჩამოყრილი ზის… დღეს არც ესაა მთავარი, კოკისპირულად წვიმს. პირი არ უჩანს სადარო გულდაგულ შეკრულ ცას, ნეტავ შენ რაღა განაღვლებს, რას აჰსევიხარ გზას, ბუხრისკენ გადავბრუნდები, თვალებში ვიმწყვდევ ძილს, შენ მაინც არ დაბრუნდები, ამ ჩემს ფეხებს თუ წვიმს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი