ცოტა მაკლია შეშლას ..
ცოტა მაკლია შეშლას, შუქი ჩანელდა სანთლის, რცხილის ჩაიწვა შეშა, ბინდით შეივსო სახლი. ქარი კი ისევ არ ჰქრის, ქარი კი ისევ არ ჰქრის, არ ჰქრის, არადა ,არ ჰქრის. ცის დახრილ თაღთან ვდგავარ, ტანჯვით შეშლილი სახით, არის ლანდები შორი, არის ფერები მკრთალი, გახდა საათის ორი – ახლა იღვიძებს წყალი. ცის შემგლისფერდა ზოლი, ზურგი აღმოჩნდა მთვარის. კვლავ მწუხარეა ღამე, კვალვ მშფოთვარეა სული, დადგა სიგიჟის ხანი – მღლის მდუმარება მკვდრული, გული მტვრად იქცა ლამის, ამდენ ჭმუნვით და ურვით. ქარი კი,ახლაც არ ჰქრის, ქარი კი, ახლაც არ ჩანს , მხოლოდ ტკივილი მძაფრი – რაც ამ ღამისგან დამრჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი