კაცნი საფიხვნოდ ვგროვდებით ..
კაცნი საფიხვნოდ ვგროვდებით… ვყბედობთ,ვიქავებთ ენასა, ვინ ვისთან ბოზობს, ვის მკერდზე ადნობს გაქცეულ მზერასა. სულ სხვისა გვიყვარს ქილიკი – ეს ცოდვა გვტანჯავს ყველასა. ქათამზე ქორიც ნადირობს, მაგრამ ვაბრალებთ მელასა. სხვის თვალში ბეწვის მძებნელი, ჩვენში ვერ ვამჩნევთ დირესა, თუ ვინმეს ვნახავთ დავარდნილს, ყველა ვილესავთ კბილებსა. ყველას ერთ ქვაბში ვაბრუნებთ, დიდს,საშუალოს,მცირესა, არ ვკარგავთ იმედს, – უფალი შეგვინდობს,გვაპატიებსა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი