Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_008ov2jj37s4l3t3rv1p8hpu1j, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დამიბრუნებდნენ მაინც .. - ტარიელ ხარხელაური | პოეზია

დამიბრუნებდნენ მაინც ..


დამიბრუნებდნენ მაინც
მეხსიერებას ციდან,
ეგებ შემოდგეს სულში,
სანთლის ფერმკრთალი ალი,
რას ვიფიქრებდი ამას –
გადამიყვანდა ჭკვიდან
ჩემივე სხეულიდან
ამოვარდნილი ძვალი…
დღეს,რა თქმა უნდა, ვნანობ,
ცხვირსაც ვილეწავ მჯიღით,
რა დაგიშავე ქალო,
სიბრიყვისათვის მსჯიდი?!
უფალო,აი,ნახავ,
ერთხელ ხო გამაბრიყვა,
ვაშლს თუ მივუდგე ახლო,
მერე რაც გინდა მიყავ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი