გავურბი წერას – არც ფიქრი მინდა ..
გავურბი წერას – არც ფიქრი მინდა, მძულს სამყარო და აღარ ვგრძნობ ტკივილს, ირგვლივ კი ბინდი და მხოლოდ ბინდი ჩემი მბორგავი სხეულის ჩრდილი. გავურბი წერას – აღარ ვგრძნობ ფერებს, ჩამოშრა ძარღვი ნედლი სტრიქონის, მე შეშლილი ვარ, დიდი ხნის მერე რომ გემო მტანჯავს შენი სიშორის. გავურბი წერას – ჩემს მტვრიან თვალებს ვწუხვარ,რომ მაინც შეაშრათ ცრემლი, ჩემს ხერხემალზე დალეწეს მთვარე და კვნესა მტანჯავს ხნიერ ხერხემლის. ვგრძნობ – ვეღარ შევძლებ ვგრძნობ, დავეცემი, არავის ვუხმობ,არ მინდა შველა, ცარიელია მზის სარეცელი – ვხურავ სივრცეს და ვასრულებ წერას და იყო ღია ყოველი კარი – მხოლოდ გალობის ხმები ისმოდა… ამ ბებერ მიწას მე შევრჩი მგზავრი, ზურგით რომ იჭერს მარადისობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი