და როგორც ირემმა, სიმწვანე მოვიმშიე ..


და როგორც ირემმა, სიმწვანე მოვიმშიე,
გავყურებ მთებს,
იისფრად მოთოვლილს,
მოდი,
საკოცნელად მომიშვირე ბუერის ფოთოლი.
მიწა მომიზომე,
მომიმტკავლე,
ამინდი თანდათან უარესობს…
მოდი,
ყვავილები მომიტანე,
შენი სიყვარულით ვუალერსო…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი