ნუ დამიტირებ ,პირიმზევ ..
ნუ დამიტირებ ,პირიმზევ, ცრემლს ნუ დამაყრი,იელო, მე თუ მოვკვდები, შენ მომკლავ, ქალავ, ქალობამშიერო. შენ წყალზე დაეხირები, ღიმილით ჩაჰქსოვ წინდასა, მეც გამოვიყვან და ძალით მლაშეს ვალოკებ შვინდასა. არ ვიცი ჯიბრში მიდგები, ვერ ჰრჩები წყლების ზიდვასა; მზემ მთებზე თოვლი ააშრო, წყარომ იმატა, გახელდა, ნეტა ან წყარო დააშრო, ან შენ დაგკარგა აქედან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი