ბილიკნი მიდი – მოდიან ..
ბილიკნი მიდი – მოდიან ცერგვარად აქეთ – იქითა, მგზავრები ზოგი მსუბუქად, ზოგი მიმოდის ტვირთითა, სუყველა დამდორებული საწუთისოფლო ფიქრითა, მთები კვლავ დგანან მდუმარედ მკერდზე დაყრილი ჭირხლითა. მე ვზივარ საფლავის ლოდზე ხელში ნაკლულის ჭიქითა, შრიალებს გრილი ნიავი, მინდვრის ფსალმუნებს მიკითხავს.