მწუხრზე მთვარის მოდგა ჩრდილი ..
მწუხრზე მთვარის მოდგა ჩრდილი, ქარის მოიყოლა გმინვა, ხომ არ დამისველდი,შვილო, ხომ არ წამოგაფრთხო წვიმამ… სადღაც ხმაურია ფოთლის, ნისლებს ცივი მოაქვთ სიო, ხომ არ შეგაწუხე მოთქმით, ხომ არ დამეღალე,შვილო… მიდევს სასთუმალი სველი, თალხი მაფარია ზეცა… ხომ არ დაგამძიმე ცრემლით, ჩემო ტკივილო და კვნესავ… ბნელი გაეყარა სერებს, დილა სასთუმალთან მოდგა, მორჩა ღამეული ცრემლი, მორჩა ღამეული ბოდვა… მზეო,შენთან შეყრას ვცდილობ, შენთან მომენატრა როკვა, როგორ ძნელი გახდა,შვილო, შენი ნატერფლების ლოკვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
❤️