ფიქრი ვარ ..
ფიქრი ვარ… ვცხოვრობ ფიქრშია, ფიქრისავე მაქვს სხეული, ფიქრი მოძრაობს სისხლშია, ფიქრებადა ვარ ქცეული. ფიქრის მაქვს ცაში საწოლი, მიწაზე ფიქრი მიგია, იქ, სადაც თვალი ვერ სწვდება ფიქრის ბილიკნი მიდიან… ცა – მიწის შუა ვყუდივარ, ვსტუმრობ აქეთ და იქითა, ფიქრი გონების ბუდეა, სული მეტყველი ფიქრითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი