მამაჩემო, თოვლისფერო ..
მამაჩემო, თოვლისფერო მზე ტკივილებს არ მიამებს, გავაგრძელო კიდე ფრენა? ფიქრი დამიკვალიანე. მამაჩემო, თოვლისფერო მაღლობს შემაცურე ცერით, ქარის ხმაზე ქრის სიმღერა წვიმის ხმაზე წვეთავს ცრემლი. დედაჩემო ,ფერო მიწის გამიმწუხრისფერდა სული, შავი ზოლი მაწევს სივრცის ვარ ლანდებით დანისლული. შუბლზე მადევს დანაცრული ცა, ასე არ მითრთოლია, მამაჩემო დამისრულე წუთისოფლის სიმფონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი