0 304

სხვა არფერი,მუხაო ..


სხვა არფერი,მუხაო,
შენს ჩრდილ ქვეშ დგომა მეწადა,
გადაზნექილი სხეულის,
წელში გამართვა ზეცადა.
გუშინაც ვნახე,
ნიავი
გარს გივლიდადა ვერ გძრავდა.
ირემი თვალებწყლიანი
მკვრივს,
გამხმარ ტოტებს ღეჭავდა;
მეწყინა,
ბერი არწივი
ფრთებს რომ უღონოდ ჰკეცავდა.
სხვა განა რამე,მუხაო,
შენს ჩრდილ ქვეშ დგომა მეწადა.
კომენტარები (0)