ჭაღარა მარტო მე? ..
ჭაღარა მარტო მე?! მთას გამოერია… ცა ცდილობს ღრუბლებით შეფაროს, მიყვარხარ!..შენ ამბობ, არც ისე ბევრია… არც ისე ბევრია, მზექალო… შეხედე,გაშლილ მხრებს ვარსკვლავი მიცვარავს, ქარები ნიადაგ სასთუმალს მინამვენ, შეხედე!.. და ეს დღე თუ გარდაიცვალა, ინანებ ქალკუპრო, ინანებ… სამყარო შენს თავზე მე წამოვაჩრდილე, მე ვიყავ, ცხელ მზეებს ცაზე რომ ვფარავდი, რა ვიცი, მზექალო და კი არ გაშინებ, არც ეგ სიტურფეა, მყარი და მარადი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი