გუშინ რომ შაშვი ..
გუშინ რომ შაშვი გალობდა ტყეში, გუშინ რომ იყო ფერებით შეშლა, გუშინ მზე იდგა, მზე იდგა შენში, დღეს კი სახეზე ღიმილიც შეშრა. შუბლს წაეფარა ბინდი უმთვარესს და წამწამთ თვალთა მოსაჩრდილებლად ო, სასურველო, ეს სიმწუხარე გაპარტახებულ გულს აჩვილებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი