არ ყოფილიყო მარტოობა– თავად შევქმნიდი ..


არ ყოფილიყო მარტოობა– თავად შევქმნიდი,
ცაო, დაიმსხვრა ყველა მითი შენი სრულობის…
ბებერო მიწავ, ამოვდივარ შენი ქერქიდან,
ეს მე ვარ,
მე ვარ,
ჟამი შენი მარტოსულობის.
ბებერო მიწავ, დაეკარგა ხიბლი მნათობებს,
არც ეს მზე მინდა,
არც ეს მთვარე ,ცაზე მცურავი.
მხოლოდ მე და შენ,
მხოლოდ ახლა,
ან არასოდეს,
როგორც სიცოცხლეს
დღეს სიკვდილსაც ვუთხარ უარი.
მიდი ,ბებერო და დასძლიე შიშის სიფითრე
რაკი ვმოძრაობთ,
რაკი ვბორგავთ,
რაკი ვხმაურობთ.
სადაც ჩემი გზა
დღეს შენი გზაც მიდის იქითკენ–
უსასრულობის აბსურდისკენ სამოგზაუროდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი