როცა მთვარის შუქზე მამულს ვეახლები ..
როცა მთვარის შუქზე მამულს ვეახლები, შევხედავ ზეცას და მუხლებზე ვეცემი, მეც მიტარებია სამშობლო ამ მხრებით – – არა! ხმა ზეციდან – ნაკლებად ეცდები… რაღაცა სიმართლე ამ ხმაში შევნიშნე, სიმწარემ სიმართლის – გარედან შემცვარა, მადლობა უფალო! ვიღებ ამ შენიშვნას, ალბათ,სამშობლოსთვის ნაკლებად მეცალა. ნაკლებად მეცალა სამშობლოს მლოცველად, სანთლებით ტაძარში ცოტა დრო დავყავი, ვაგლახ, რომ სამშობლოს არ არგო მოცრემლვამ, დიდგორზე დაღვრილი სისხლივით არ ჰყვავის.