ვაიმე, ჩემო ტკივილო, – ..
ვაიმე, ჩემო ტკივილო, – ჯანღად აყრიხარ თვალებს, დამკლავენ, ისევ ვცოცხლდები, ვცოცხლდები, ისევ მკლავენ. არყოფნა მეტის-მეტია, ყოფნაა უფრო მწარე. ნეტავ, სადა ჰყეფ,ყორანო, შენი არ მომდის ჩქამი. არ მინდა, რატომ მიბრალებთ, ან რა მჭირს შესაბრალი… თუ ვისი რამე მემართა, გადავიხადე ვალი. სხვა ვიღა უნდა მომიკლა, რომ გამიხელო წყლული, ასე არასდროს ვყოფილვარ ტკივილებისგან სრული. შენ სახეს მიჩენ, სიკვდილო, არც მე ვარ დანისლული. წავიქცე ბევრიც მინდოდეს ნებას არ მომცემს სჯული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი