ფეხით გათელილ ყაყაჩოს სტირი ..
ფეხით გათელილ ყაყაჩოს სტირი, ღაწვს ჩაგიზოლავს სისველე წვრილი, რას ფიქრობს შენი დაღლილი ტვინი, როცა წვეთები კვდებიან წვიმის, როცა ქარს მიაქვს ფოთოლი ხმელი, აპირულ კლდეთა კბილებზე სცვეთავს, როცა ნამდვილად არ გინდა ცრემლი და მაინც სწვეთავს, ხარ გარინდებით,არავის ელი… გარდასულ წელთა ჭენება გკენწლავს, მოვა ვიღაცის მურდალი ხელი, მოიისფერო თმებს აგიწეწავს, რას ფიქრობს შენი დაღლილი ტვინი, როცა წვეთები კვდებიან წვიმის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი