მინდვრის ფსალმუნები ..


კარგა ხანია გავცდი იმ გზაგასაყარს,სადაც არჩევანის გაკეთება შემიძლია.
უკვე შორსა ვარ, საკმაო მანძილი მაქვს გავლილი იმ გზაჯვარედინიდან,
უკან მოხედვა კი არც თუ ისე მესურვილება,
რადგან ჩემსა და გზაგასაყარს შორის ნისლის სქელი მდინარეა გაწოლილი.
ან კი აქვს აზრი უკან მოხედვას, უკან დაბრუნებას?!
მე ხომ ამავე გზას ავირჩევდი, ამავე გზით წამოვიდოდი,
რადგან არც მოსვლა იყო ჩემი ნება და
არც მაინცდამაინც ამ გზით სიარულზე გადამიკლია თავი.
უნდა ვიარო, სხვანაირად ვერ ვიქნები,
არ დავარღვევ მარადიულ მწკრივის დინებისას.
უნდა ვიარო, რომ უკანამ არ იგრძნოს ჩემი ზურგის სიახლოვე
და წინმიმავალმა კი ჩემი ამონაორთქლის სინაკლულე.
უნდა ვიარო, რადგან მოძრაობა განსაზღვრავს სიცოცხლის ხარისხს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი