მინდორს გავცდი ..


მინდორს გავცდი,
კარგახანი მივყვებოდი ხეთა ჩრდილებს,
გავიხედე –
ტყისპირიდან მოდიოდა გოგო ვინმე.
ახლადგათენებულს ჰგავდა,
მზე არ ჩანდა ცაზე კიდე.
სულ სხვა მხარეს გატრიალდა,
მეც მალულად გავეკიდე,
ვდიე,
ვდიე , ბეჩავ მუხლებს გავაცალე არაქათი,
შენ იარე –
მივაწყევლე – ჩემი ცოდვის ბარაქათი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი