მე არ მეწადა, შენ რომ სთქვი ..


მე არ მეწადა, შენ რომ სთქვი,
მტერს რომ ეწადა, ასრულდა.
ზეასვლა საქართველოსთვის
კრწანისის ველზე დასრულდა.
არა მონღოლის შემოსვლით,
ჭერდამამხობი სტუმრიდან,
სიკვდილი საქართველოსთვის
დაიწყო წიწამურიდან.
გულს თუ სიმართლე არ უვლის,
მზე როგორც უნდა დაიწოს.
შენი დიდება მამულო,
ისევ დიდგორმა დაიწყოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი