დღეს ეს დღე უნდა ვიჯავრო ..
დღეს ეს დღე უნდა ვიჯავრო, ჩავდევ ჩათელილ იელებს, გვიშველე ლაშარის ჯვარო! შეგვკარ და გაგვაძლიერე! ქარებს მივდევდი, ვკიოდი, ნისლი ნისლებში ვაბრუნე, გვიშველე წმინდა გიორგი, სამზეოს ამოგვაბრუნე! ისევ მთებს უნდა გავბღავლო, ცათა დატეხილ აჩრდილებს, გვიშველე, ღმერთო მაღალო, ცოდვილნი, გადაგვარჩინე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი