ამ დალეწილ ალვის ხეთა რიგებს ..


ამ დალეწილ ალვის ხეთა რიგებს
ქარიშხალთან ვინღა შეარიგებს,
ფერებს მღვრიეს
მწვერვალების სწორედ
ვინ დააწყობს
ან ვინ შეასწორებს.
დგას სამყარო შელახული ყოვლად,
მოქცეული ბინდებად და თრთოლვად,
განწყობაა მეტისმეტად მძაფრი,
არცა რისგან,
არცნაირი,
არც რის,
რომ ნისლივით მოვეფინო ტრამალს,
ღმერთო მომეც,
ღმერთო,
მომეც ძალა,
ავირიდო ეს შეშლილის ხიბლი,
ო, რა მძაფრი ფერებია ირგვლივ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი