საფენი ჰქონდა გაფენილი ბებიას, – ..
საფენი ჰქონდა გაფენილი ბებიას, – მახსოვს, როგორც ყოველთვის, აყოლებდა საფიქრალს საქსოვს… მოვთხოვე ნართი. – შურდულისთვის გინდაო? – მკითხა, – ჰო მეთქი,- ვუთხარ, გავუსწორე სხივმდგარი თვალი… – შენთვის გინდაო (გამომწვევად), ბებიას სითბოვ?! და ყავარჯნებმა წამოსწიეს მოხუცი ქალი. – ნართს კი არ გიჭერ, – აუნისლდა კეთილი სახე, ამომატარა დახრილ ქედზე მარჯვენა მძიმედ,- – არ დაისვენებ, სახურავებს ჩაუმტვრევ სახლებს, უიღბლო ვარ და რა მიწა ვქნა, დაგწყევლოს ვინმემ?! დღეს თუ სოფელში სადმე მოვკვლევ გაფენილ საფენს და სთვლემს მოხუცი ჩქმომჯდარი მყუდროზე მოცლით, (არსთა გამრიგევ, ბებოს სული მიმყოფე ნათელს!) მივეკრძალები და ჩამომჭკნარ მარჯვენას ვკოცნი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი